უკრაინის ხელისუფლების მიერ განახლებული მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო, რომ 2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. სარაკეტო შეტევა 5 მარტს, ღამით განხორციელდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 6 მარტს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, 31 დაშავებულიდან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა და დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია. განახლება: დილის 11 საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა 43 წლის დაჭრილი მამაკაცი. კრივოი-როგში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ასევე ნახეთ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი 6 მარტს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ასევე ნახეთ აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება ...