კრემლში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ახლახან არჩეულ ე. წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შორის. პუტინმა გუნბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს „კარგი“ უწოდა. „სინამდვილეში არაფერია თქვენთვის განსაკუთრებით ახალი: დიდი ხანია მუშაობთ და მანამდე ვიცე-პრეზიდენტი იყავით. ვიცი, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშფოთვარე და ემოციური იყო. მთავარი ის არის, რომ ხალხი მოვიდა, ხალხმა გამოხატა თავისი სურვილები და სიმპათიები. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათის შესახებ, იცით, რა პრობლემები არსებობს და უნდა გადაწყდეს, რა გადაწყვეტილებებს ელოდება ხალხი. ჩვენ ვიმუშავებთ“, თქვა პუტინმა. გუნბამ, თავის მხრივ, პუტინს მადლობა გადაუხადა „აფხაზეთის ხალხის მხარდაჭერისთვის“ და რუსეთს „მთავარი სტრატეგიული მოკავშირე“ უწოდა. „აფხაზეთის მოსახლეობას ახსოვს ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ. ნება მომეცით, აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაწყვეტილებისთვის. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო მის მხარდაჭერაში. ეს ეხება სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას, სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას და აფხაზეთის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გრძნობს მთელს ამ მხარდაჭერას“, აღნიშნა გუნბამ. მან მადლობა გადაუხადა პუტინს ელექტროენერგიის მიწოდებისთვის და მას „ჰუმანიტარული ნაკადის“ გაგრძელება სთხოვა. „ახლა მივედით იქამდე, რომ რესპუბლიკაში შემოსული ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მოცულობა პრაქტიკულად ამოიწურა. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ენერგეტიკული დეფიციტის დასრულებამდე - ეს არის დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე - მხარი დაუჭიროთ აფხაზეთს დამატებითი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენი ქვეყნისთვის რთული, მწვავე პრობლემების გადასაჭრელად“, განაცხადა მან. პუტინი დათანხმდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ასევე ნახეთ ბადრა გუნბა - არჩევანი, რომელმაც აფხაზეთის ანექსია კიდევ უფრო გააღრმავა შემდეგ გუნბამ მიუთითა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე: „შეთანხმების ძირითადი პროცედურები დასრულებულია და ის რატიფიცირებულია ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მიერ. რჩება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ფაქტობრივად დავიწყოთ მუშაობა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთათვის ორმაგი მოქალაქეობის - რუსეთის მოქალაქეობის - მინიჭებაზე. მოგეხსენებათ, რომ თქვენი მხარდაჭერით ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ მოასწრეს ასეთი შესაძლებლობებით სარგებლობა და, თუ ამის საშუალება ...