თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებული, ჯანო არჩაია გააძევა სხდომის დარბაზიდან. ამის შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, შეუძლოდ გახდა ჯანო არჩაიას ცოლი. პროცესის განახლების შემდეგ ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს, მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს გაძევებული ჯანო არჩაიას მიმართ, ასევე მოსამართლეს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა იგი სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც უარი თქვეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს. три მათ ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დამსწრე აუდიტორია, საპასუხოდ კი მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ იგი ნაწილობრივ ხურავს სხდომას. три სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. три მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზი, არამედ შენობა. ბრალდებულების მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და მეგობრები ახლა უკვე სასამართლოს ეზოში ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა მათ პატიმრობაში. ასევე ნახეთ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჯანო არჩაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ასევე ნახეთ "აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს და თავის დასაცავი სიტყვის უფლებაც არ მაქვს?" - დაკავებული რევაზ კიკნაძე 6 დღეა შიმშილობს ასევე ნახეთ "შემომხედეთ... ვერ ვიგებ, თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით" - მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროკურორს 11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა. დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა გამოძიების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ასაბუთებს, რადგან ამ უწყებისთვის უკვე მიცემული ორი თვეც ეფექტიანად ვერ გამოიყენა. საქართველოში 98-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლები...