თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, რომელსაც პროკურატურა, 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის მიმართულებით ჯოხის სროლას ედავება, პროკურორებს მიმართა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რას ედავებიან და წარდგენილი ბრალი ჰგავს აბსურდის ჟანრის მწერლის ეჟენ იონესკოს პერსონაჟების საუბარს. три „მინდა პროკურორებს მივმართო და მინდა, რომ შემომხედონ. თქვენი ბრალდება ჰგავს - ეჟენ იონესკო, არის ასეთი მწერალი, რომელიც აბსურდის [ჟანრის] ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია და მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ, ერთი შეხედვით, გაუგებარ ენაზე, მე უბრალოდ ვერ ვიგებ, რაზე ვდავობთ. თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით. ჯგუფურობაზე მერე ვილაპარაკებ. კონკრეტულად რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეგ არის გაუგებარი. ჯგუფურობას არ სჭირდება ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო, ესეც ახალი გამოგონებაა. როგორ შეიძლება ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს და ამ გადასარევი ადამიანების ნახევარი ერთ სასამართლოზე გავიცანი, ნახევარი მეორეზე. რაღაც ჯგუფში ვართ მოაზრებული “დანაშაული” ჩავიდინეთი და ერთმანეთს არ ვიცნობთ. პლუს ამას სხვადასხვა დღეზე გვედავებით. კიდე ერთ რამეს დავამატებ. მინდა ორი სიტყვა ვთქვა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახით გამოვლენილ შეშინების და დაშინების მცდელობაზე, რაც საქართველოში ხდება, ვერავის შეაშინებთ, თუ ვინმეს ეშინია, ესეც ადამიანური რამეა. იმით ვართ თავისუფალი ადამიანები, რომ გვაქვს ეს შიშები. ჩვენ ამ შიშებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ, მას სასამართლოს დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს. მოსამართლემ კი სიწყნარისკენ მოუწოდა. მსახიობმა 10 იანვარს სასამართლო სხდომაზე, თავი შეადარა მწერლის, ფრანც კაფკას პერსონაჟს, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. ასევე ნახეთ ანდრო ჭიჭინაძე: ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ ვხედავთ მომავალს მანამდე პროკურორმა ვახტანგ ცაბუკელაშვილმა 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალის დახასიათებისას, გამოკვეთა, თუ რატომ ედავებიან მათ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს. მისი სიტყვებით, „თითოეულ შემთხვევაში ჩანს, რომ მოქალაქეების ცალკეული ნაწილი ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა საგნების სროლაში და ამ პირთა შორის არიან წარმოდგენილები ბრალდებულები, რომლებიც თავიანთი აქტიური ქმედებებით ხელს უწყობენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს“. „არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მანამდე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, მთავარია, რომ მათი ქმედებები ერ...