თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა. ადვოკატის ცნობით, გუშინ საღამომდე იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო თარაშვილს უნდა განეხილა, თუმცა მან საქმე აიცილა. ადვოკატებისთვის უცნობია, რა გახდა საქმის აცილების საფუძველი. გუჯა ავსაჯანიშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ მოსამართლე 13 ტომის რამდენიმე საათში განხილვას ვერ მოასწრებდა. ის ამბობს, რომ მხარეებს სასამართლოსთვის მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება პროცესამდე 5 დღით ადრე აქვთ, რაც გამომდინარეობს ლოგიკიდან, რომ მოსამართლე საქმეს უნდა გაეცნოს. ამას გარდა, ირაკლი შვანგირაძე მოსამართლეობამდე პროკურორი იყო. "მესამე პროკურორს ვხედავ პროცესზე, რომელმაც 6 საათში მოასწრო საქმის 13 ტომის განხილვა", - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა და დაამატა: "გუშინაც კონკრეტულ დრომდე 16:00-მდე ნინო თარაშვილი იყო მოსამართლე. მე ამ დროისთვის ვესაუბრე მოსამართლის თანაშემწეს და მან მითხრა, რომ მოსამართლესთან გაიარა [საკითხი] და საქმეში დისკის ჩადება პრობლემა არ არისო. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ისევ ნინო თარაშვილი იყო მოსამართლე. რამდენიმე წუთის წინ თქვენზე დაადასტურეთ, რომ გუშინ დაგეწერათ საქმე და როგორ მოასწარით საქმის განხილვა? თქვენი აცილების საფუძველი ასევე არის თქვენივე ბიოგრაფია, რომელიც საქალაქო სასამართლოს საიტზეა განთავსებული", - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა. მის შუამდგომლობას დაეთანხმა ადვოკატების ნაწილიც. "ხომ არ არის ეს შემთხვევა, როცა მოსამართლემ წინასწარ იცის, რა უნდა ქნას?", - იკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. მას უჭირს დაიჯეროს, რომ მოსამართლემ ერთ ღამეში საქმის მასალების გაცნობა მოასწრო. "მე თქვენ ვერბალურად ვერ დაგიპირისპირდებით, რომ საქმის მასალებს იცნობთ თუ არა, მაგრამ ეს პროცესზე გამოჩნდება, მაგრამ გაითვალისწინეთ ევროსასამართლოს სტანდარტით, რომ განცდა უნდა არსებობდეს სამართლიანი მართლმსაჯულების. დაგვისაბუთეთ, რომ საქმის მასალებს იცნობთ ან გადადეთ საქმის განხილვა - წაიკითხეთ და გაიცანით საქმე იმ დონეზე, რომ ადამიანების თავისუფლების ბედი გადაწყვიტოთ?", - თქვა შოთა თუთბერიძემ. მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა: "წინარე საქმიანობა მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს, პროკურორობა ამოიკითხა ჩემს ბიოგრაფიაში ბატონმა გუჯამ, მაგრამ ის ვერა, რომ ადვოკატიც ვიყავი. მართალია მე გუშინ დამეწერა საქმე, მაგრამ მე დიდი ძალისხმევა ჩავდე, რომ გავცნობოდი მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს პროცესი არ იქნებოდა", - თქვა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ. მოსამართლის გადაწყ...