ბელარუსი მზად არის ორგანიზება გაუწიოს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებას და მათ შეხვედრის ადგილად მინსკს სთავაზობს. ამის შესახებ, როგორც დღეს, 5 მარტს იუწყება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“, ქვეყნის მმართველმა, ლუკაშენკამ განაცხადა ამერიკელ ბლოგერთან მარიო ნაუფალთან ინტერვიუში. ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, პუტინის მოკავშირე ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, როგორია ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი „დახრა“ საჭირო არ არის და აუცილებელია მასთან მოლაპარაკებაც, რადგან ზელენსკის უკან დგას „უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილი“. „ამიტომ, გადაეცით ტრამპს, მას აქ ველოდები პუტინთან და ზელენსკისთან ერთად. დავსხდეთ და მშვიდად მოვილაპარაკოთ“, - მიმართა ლუკაშენკამ ბლოგერს. ასევე ნახეთ NYT: მინსკს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ეწვია აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირი 2014 წლის სექტემბერში, ეუთოს შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სწორედ მინსკში გაფორმდა შეთანხმება დონბასში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. „მინსკის შეთანხმება“ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ხელმოწერის შემდეგ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა. 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ეს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. სამ დღეში, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, მათ შორის - ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ასევე ნახეთ ტრამპი: ზელენსკი მზად არის წიაღისეულზე შეთანხმებისთვის, რუსეთიდან "ძლიერი სიგნალებია" მშვიდობისთვის მზადყოფნაზე ...