აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით მართავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს. მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ში დაიწყო ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთის საერთოდ დახურვა. რესპუბლიკელი კანონმდებლები დარბაზში მყოფ მასკს ტაშით შეეგებნენ, არაერთ დემოკრატს კი თან ჰქონდა პლაკატები, წარწერებით: „მასკი იპარავს“, „ტყუილია“. დემოკრატები პროტესტს გამოთქვამდნენ ჯანდაცვის და ვეტერანთა დაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირების გამო. კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლისას დემოკრატებმა გააპროტესტეს მისი და ილონ მასკის პოლიტიკა, რომელიც მათ შორის მიმართულია ჯანდაცვის და ვეტერანთა დაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებისკენ დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მადლობა გადაუხადა კარგად მუშაობისთვის და თქვა, რომ ამას „ის მხარეც“ აფასებს (დემოკრატებს გულისხმობდა), უბრალოდ, აღიარება არ სურთ. კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც ტრამპს საპროტესტო შეძახილებით მიმართავდა და აცხადებდა, რომ მას მანდატი არ აქვს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ელ გრინს ეტიკეტის დაცვისკენ მოუწოდა, შემდეგ კი, წესრიგის აღდგენის მოტივით, დარბაზიდან მისი გაყვანა მოითხოვა. 4 მარტს, აშშ-ის კონგრესის წინაშე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლისას დემოკრატმა კონგრესმენმა ელ გრინმა მისი პოლიტიკა გააპროტესტა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს სხდომათა დარბაზს მიღმა კონგრესმენმა გრინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპს არ აქვს ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის შემცირების უფლებამოსილება, როგორც ამას თავად აცხადებს. ელ გრინის თქმით, მუშაობს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად. დემოკრატმა კონგრესმენმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა იყოს. ასევე ნახეთ "ამერიკა დაბრუნდა!" - აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოდის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ...