ეს არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა „ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ“, მაგრამ, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, მნიშვნელობით უტოლდება მას. „ამერიკული ოცნება ძალას იკრებს - უფრო მეტად და უფრო კარგად, ვიდრე ოდესმე წინათ. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია და ჩვენი ქვეყანა ზღვარზე იმყოფება ხელახლა დაბრუნებისა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უხილავს და, შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს“, თქვა ტრამპმა თავისი გამოსვლის დასაწყისში. მან ისაუბრა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე. „ამერიკა დაბრუნდა!.. ჩვენ 43 დღეში უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე უმეტესმა ადმინისტრაციებმა მიაღწიეს ოთხ წელში ან რვა წელში და ეს მხოლოდ დასაწყისია“, მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში დიდი ადგილი დაუთმო თავისი წინამორბედის, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას. три უმრავლესობის ოვაციების ფონზე დარბაზში გაისმა კონგრესის წევრი დემოკრატების კრიტიკული შეძახილები. ზოგიერთს ხელში ეჭირა დაფები წარწერებით: „ტყუილია“. ტრამპმა ყურადღება დაუთმო ტარიფების პოლიტიკას. მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნები ბოროტად იყენებენ სავაჭრო ტარიფებს აშშ-ის წინააღმდეგ. „ახლა დადგა დრო, ჩვენ გამოვიყენოთ ტარიფები სხვების წინააღმდეგ“, თქვა მან და გამოაცხადა, რომ 2 აპრილიდან შეერთებული შტატები საპასუხო გადასახადებს დაუწესებს სხვა ქვეყნებს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ამერიკა არამონეტარულ მეთოდებსაც გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად. „არაფერია აშშ-ის საზღვრების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი“, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ამერიკაში 21 მილიონი ადამიანია შესული არალეგალური გზებით. მან ამაში ბაიდენის პოლიტიკას დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს შორის ბევრი ბოროტმოქმედია. „მაგრამ ჩვენ მათ გავყრით და გავყრით სწრაფად!“ - თქვა ტრამპმა. თავის გამოსვლაში დონალდ ტრამპმა დიდი ადგილი დაუთმო დამნაშავეობაზე საუბარს და ყურადღება გაამახვილა უცხოელი მიგრანტების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე. „ჩვენი სასამართლო სისტემა თავდაყირა დააყენეს რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა“, თქვა მან და პირობა დადო, რომ ამ ვითარებას გამოასწორებს. „ჩვენ კანონი და წესრიგი უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქებსა და დაბებს“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. три ტრამპმა გაილაშქრა სქესის შეცვლის წინააღმდეგ. მისი თქმით, ის კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც სამუდამოდ გამოაცხადებს კანონგარეშედ ბავშვებისთვის სქესის შეცვლას. ტრამპმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და გამოაცხადა, რომ დღეს მან წერილი მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ. ტრამპის თქმით, ამავე დროს მან რუსეთისგან მიიღო „ძლიე...