შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებამდე ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს. "მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა", - აცხადებენ შსს-ში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. ...