გეგმას, რომელიც ხუთი ნაწილისგან შედგება, ფონ დერ ლაიენი REARM Europe-ს უწოდებს, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ევროპის გადაიარაღება“. გეგმის პირველ ნაწილში ევროკომისიის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ჩამოყალიბდეს საერთო ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან შეეძლებათ სესხის აღება. ასევე ნახეთ დატოვებს თუ არა აშშ ნატოს? ოფიციალური პირები ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ ამ ინსტრუმენტის ფარგლებში მოაზრებულია 150 მილიარდ ევრომდე თანხის მოგროვება, რაც, ფონ დერ ლაიენის თანახმად, „ხელს შეუწყობს ევროკავშირის მცდელობას, მიაღწიოს ინვესტიციების სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას ევროპის თავდაცვით შესაძლებლობებში, ახლა და ამ ათწლეულის განმავლობაში“. ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ ეს სახსრები შემდეგ მიმართულებებს მოხმარდება: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა საარტილერიო სისტემები რაკეტები და ტყვია-წამალი დრონები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები სტრატეგიული გამაძლიერებლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, კოსმოსის ჩათვლით სამხედრო მობილობა კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და ელექტრონული საომარი საშუალებები ასევე ნახეთ შეძლებს ევროპა უკრაინის დაცვას? - ლონდონის სამიტის შედეგები ევროკომისია ასევე გამოვა ინიციატივით, რომ თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სტაბილურობისა და ზრდის პაქტის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდეთ. ეს პაქტი ევროკავშირის წევრებს უზღუდავს დეფიციტურ ხარჯვას, რაც მათ გაურთულებდა თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრ ხარჯვას. გეგმის მესამე პუნქტით, ევროკომისია გაატარებს ზომებს, რომლებიც ევროკავშირის წევრებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ წაახალისებს. ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტს სურს, რომ თავდაცვითი ხარჯების ზრდაში წვლილი შეიტანოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა და კერძო სექტორმაც. ევროპელი ლიდერები უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად ბრიუსელში 6 მარტს შეიკრიბებიან. იმ ფონზე, როცა აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების გაზრდასაც. რადიო თავისუფლებამ ნახა გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, ამ თანხის ნაწილი ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაიღონ, ნაწილი კი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან გამოინახება. ეს სქემა მოხალისეობრივი იქნება და, შესაბამისად, უნგრეთი ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს მის დაბლოკვას. ევროკავშირის ლიდერებს საბოლოო შეთანხმების მიღწევა სწორედ 6 მარტის სამიტზე სურთ. ასევე ნახეთ ევროპა მშვიდობის დამყარებას ცდილობს, თუმცა უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება მძი...