დღეს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად. სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები. სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი. სხდომაზე დასასწრებად რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თავად მზია ამაღლობელი. „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, - სკანდირებენ ამაღლობელის მხარდამჭერები სასამართლოში. „თავისუფლება მზიას“, - სკანდირებენ ისინი. ყველა სიახლე ბათუმის სასამართლოდან მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში - ლაივბლოგი три „მზია არის მძევალი და ის უნდა გამოვიხსნათ ამ მძევლობიდან. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს სახლში“, - განაცხადა ამაღლობელის კოლეგამ, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა. „მზია ამაღლობელის პატიმრობა უნდა შეწყდეს. არცერთი იურისტი, არცერთი მიუკერძოებელი იურისტი არ ადასტურებს, რომ მის საქმეში არის სისხლისსამართლებრივი კომპონენტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა. „საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის ღირსეული და პროფესიონალი ქალი ივანიშვილის რეჟიმმა გამოამწყვდია ციხეში“, - თქვა გიორგი კირთაძემ, პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა. три ვინ არის მოსამართლე 39 წლის მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი, რომელიც დღეს ამაღლობელის საქმეს განიხილავს, დაახლოებით 2,5 თვეა, მოსამართლეა. ის 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე. კერძოდ, მან 2024 წლის 26 დეკემბერს დადო მოსამართლის ფიცი. მოსამართლის გამოცდა 2023 წელს ჩააბარა. три მანამდე, 2023 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის მწერალი თანაშემწე. 2014-2022 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი). მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი სანქციები საქმის ფიგურანტებს 3 მარტსვე ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები - სავიზო შეზღუდვები - დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს - მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიცი...