ადგილობრივი ტელეგრამარხები უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ. ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და, ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 8,9 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 2024 წლის 16 მარტს და 2025 წლის 19 თებერვალსაც. განახლება: დილით, სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ „ლიკვიდირებულია“ დრონები, რომლებმაც სიზრანის „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს“ შეუტიეს. გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით შეტევა იყო „როსნეფტის“ ქარხანაზე 3 მარტს, ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ჩერტკოვოს რაიონში მდებარე ნავთობსადენზე. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტელეგრამზე გამოქვეყნებული ცნობით, „მასირებული შეტევის“ შედეგად ნავთობსადენს ცეცხლი გაუჩნდა და ევაკუირებულია მისი მომსახურე პერსონალი. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები. ასევე ნახეთ ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 10 როსტოვის ოლქში, 3 - ვორონეჟში, 2 - სამარის ოლქში, 1 - კურსკში და ამდენივე - ბელგოროდის და ასტრახანის ოლქებში. სხვა წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის. ...