ამასთან, გაათავისუფლეს საინფორმაციო საიტზე - სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში - მომუშავე ათივე ადამიანი. რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში 3 მარტს განუცხადეს, რომ საინფორმაციო სააგენტო გაუქმდა „რეორგანიზაციის ფარგლებში“ და დაუდასტურეს ინფორმაცია ათივე დასაქმებულისათვის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, გვანცა გაბეხაძემ, რომელიც იქ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ კონტრაქტი შეუწყვიტეს ორსულობისას, - რაც საქართველოს მოქმედით კანონმდებლობით იკრძალება. კერძოდ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 116-ე მუხლში წერია, რომ: „მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, ან მოხელის შეფასების შედეგების გამო“. „ეს ჩემთვის პირადად არ ყოფილა მოულოდნელი იმიტომ, რომ დიდი ხანია ჩანს, როგორი კადრებიც ჭირდებათ და აგროვებენ საჯარო სექტორში, რომელთა კვალიფიკაციაზეც, წესით, დგას ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო“, - წერს გვანცა გაბეხაძე. „ამათთვის დიდი ხანია პრიორიტეტული აღარ არის, პირიქით საფრთხეა, პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც კარგად იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს და არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც არ არის დასახუჭი“, - მიიჩნევს ყოფილი საჯარო მოხელე. три „რეორგანიზაცია“ ის ძირითადი საფუძველია, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2024 წლის საკამათო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სექტორში მის მიმართ კრიტიკული ხმების გათავისუფლებისას ასახელებს. ასევე ნახეთ მორჩილი საჯარო სექტორი? - გათავისუფლება ერთი წინადადებით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები უკვე მიიღო არაერთმა ადამიანმა ათობით უწყებაში - მათ შორის, თბილისის მერიის, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ასევე ნახეთ თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ - ვის უშვებენ? ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ „ვინც დღეს თბილად სხედხართ, თუნდაც კერძო სექტორში, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ და გგონიათ რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით. ზუსტად ისე შეგეხებათ, როგორც „აყვავებული ეკონომიკა” გეხებათ და კიდევ ბევრი რამე… რეჟიმი ისე ექცევა ყველას, მათ შორის თავგადაკლულ მომხრეებს, როგორც აწყობს. რეჟიმი იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც არის რეჟიმი და სანამ დიქტატურა საბოლოო სახეს მიიღებს, მანამდე ამოიღეთ ხმა“, - წერს გვანცა გაბეხაძე. agenda.ge-ს ვებსაიტი უკვე აღარ არის ხელმისაწ...