სადავო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მართალია კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ და ბეჭდურ მედიას არ შეეხება, თუმცა "არსებობს დამატებითი გამოწვევა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად" და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება. "ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება, და მათ შორის არ ეხება ონლაინმედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინმედიებიდან, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა და დიდი ნაწილი საზოგადოებისა ინფორმაციას ამ მედიებიდან იღებენ და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც, აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს", - თქვა არჩილ გორდულაძემ. ასევე ნახეთ რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ "ოცნების" კანონპროექტებში სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას - თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები. მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი. კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი: ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს - რა იგულისხმება ამ ტერმინებში, განმარტებული არ არის; ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს; წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა); „სამართლიანობის პრინციპით“ თუ არ შეირჩევა პირდაპირ ეთერში შესული ზარები (დაუშვებელია ერთი შეხედულების გამოხატვა); სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე ...