კინოაკადემიამ 2024 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა რეჟისორ შონ ბეიკერის „ანორა“. ფილმი სტრიპტიზის მოცეკვავეზეა, რომელზეც რუსი ოლიგარქის ვაჟი დაქორწინდება. ანორას(ენი) როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. შონ ბეიკერი კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. „ანორამ“ კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმს „ოსკარი“ ერგო საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვისაც. ასევე ნახეთ კახპა და ოლიგარქის ვაჟი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ედრიენ ბროუდის (ფილმი „ბრუტალისტი“). ნომინაციაში მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი გაიმარჯვა კირან ქალკინმა (ფილმი „ნამდვილი ტკივილი“). ქალის მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო ზოი სალდანამ („ემილია პერესი“). მარცხნიდან მარჯვნივ: ამერიკის კინოაკადემიის მიერ საუკეთესო მსახიობებად აღიარებული ედრიენ ბროუდი, მაიკი მედისონი, ზოი სალდანა და კირან ქალკინი „ოსკარით“ დაჯილდოების შემდეგ ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა და „ოსკარით“ დააჯილდოვა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის დრამა „ჯერ კიდევ აქ ვარ“. ასევე ნახეთ 2024 წლის საუკეთესო 10 ფილმი ...