აქციის მონაწილეების თქმით, უნდა ფინანსდებოდეს დაავადების დიაგნოსტირებაც. ისინი სახელმწიფოსგან დაფინანსების დროულ გაცემასაც ითხოვენ. "საკვერცხის სიმსივნეს ვებრძვი, ურთულესი 2 ოპერაცია გადავიტანე. ერთი ქიმია გადამიცდა, რადგან განცხადება დროულად არ დამიკმაყოფილეს. 16 ათასის ვალი ავიღეთ. 3 წელია უწყვეტად ვმკურნალობ და სულ წამლები მჭირდება. 25 000 ზღვაში წვეტია ჩემთვის, ამიტომ ვითხოვთ ლიმიტის მოხსნასაც", - ამბობს ცისანა ადამია, რომელიც თბილისში აქციისთვის ჩხოროწყუდან ჩამოვიდა. ცისანა ადამია აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ბაზარზე ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტიცაა, რის გამოც პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს წამლების მოძიება შავ ბაზარზე უწევთ. ერთ-ერთი ასეთია ძვლის ტვინის პრეპარატი იქსგევა, რომელსაც თინიკო ლაშხიას დედა მოიხმარს. ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების აქცია პარლამენტთან "უკვე შვიდი თვეა იქსგევა არ არის აფთიაქებში და ხუთმაგ ფასში გვიწევს შავ ბაზარზე ყიდვა, რომ სიმსივნე დროებით გავაჩეროთ", - ამბობს თინიკო ლაშხია. პარლამენტის შენობასთან დღეს, შაბათს გამართულ აქციასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ პასუხების მიღება ჯანდაცვის სამინისტროსგანაც სცადა. ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" ორგანიზებით გაიმართა. ასევე ნახეთ მინისტრი: 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები პაპილომავირუსის ვაქცინის 12 000 დოზას ვადა გასდის - ახლა რა ვქნათ? კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩართულობა რეკომენდებულზე 5-ჯერ ნაკლებია - აუდიტი ...